Guli
KA RU EN

როგორ მუშაობს Guli

ხუთი ნაბიჯი რეგისტრაციიდან პირველ საუბრამდე — და რას ნიშნავს ლურჯი ნიშანი, საჩუქრები და Premium.

ნაბიჯი 1. ანგარიში

შესვლა შეგიძლიათ Telegram-ით, ტელეფონის ნომრით ან ელფოსტით. ყველაზე მარტივი გზაა Telegram — ანგარიში უკვე დადასტურებულია და პაროლის მოგონება საჭირო არ არის.

Guli 18 წლიდანაა. რეგისტრაციისას ითხოვთ დაბადების წელს და ადასტურებთ, რომ სრულწლოვანი ხართ.

ნაბიჯი 2. ანკეტა

პირველი ანკეტა მოკლეა: სახელი, დაბადების წელი, სქესი, ვის ეძებთ, ქვეყანა და ერთი ფოტო მაინც. ამის შემდეგ უკვე ხედავთ ლენტას.

დანარჩენი — ქალაქი, კუთხე, პროფესია, სიმაღლე, ენები, ინტერესები, გაცნობის მიზანი, დამოკიდებულება შვილებისა და რწმენის მიმართ, პასუხები კითხვებზე — არასავალდებულოა და ნებისმიერ დროს ივსება. რაც უფრო სრულია ანკეტა, მით უფრო ზუსტია შერჩევა.

ნაბიჯი 3. ლენტა და თავსებადობა

ლენტა შემთხვევითი არ არის. ყოველი ანკეტა ფასდება თქვენთან თავსებადობაზე: გაცნობის მიზანი, რწმენა, კუთხე და ქვეყანა, დამოკიდებულება შვილების მიმართ, საერთო ინტერესები, ასაკობრივი სიახლოვე და ღირებულებების ტესტის პასუხები.

ბარათზე ვწერთ, რატომ შემოგთავაზეთ ეს ადამიანი — რომ შერჩევა შავი ყუთი არ იყოს.

მანძილს ვითვლით ან მითითებული ქალაქიდან, ან — თქვენი ნებართვით — მოწყობილობის კოორდინატებიდან. სხვას ვაჩვენებთ მხოლოდ დაახლოებით კილომეტრებს, არასოდეს — კოორდინატებს.

ნაბიჯი 4. სიმპათია და დამთხვევა

თუ ანკეტა მოგწონთ — გულს აჭერთ, თუ არა — ჯვარს. როცა ორივემ ერთმანეთს გულს დაუჭირეთ, ხდება დამთხვევა და იხსნება მიმოწერა. სანამ ეს არ მოხდა, დაწერა შეუძლებელია — ეს ხელს უშლის არასასურველ შეტყობინებებს.

თუ ვინმე შემთხვევით გამოტოვეთ, ის ლენტაში დაბრუნდება.

ნაბიჯი 5. მიმოწერა

მიმოწერა რეალურ დროშია: ჩანს, ონლაინ არის თუ არა თანამოსაუბრე, წერს თუ არა ახლა და წაიკითხა თუ არა შეტყობინება. შეიძლება ფოტოს გაგზავნაც.

თუ თანამოსაუბრე ოფლაინაა, ბოტი მას შეატყობინებს ახალი შეტყობინების შესახებ.

ლურჯი ნიშანი

ლურჯი ნიშანი ნიშნავს, რომ ადამიანმა გაიარა სელფი-ვერიფიკაცია: გამოაგზავნა ცოცხალი ფოტო და ჩვენ ხელით შევადარეთ ის ანკეტის ფოტოებს. ეს არაა ავტომატური და არაა სავალდებულო, მაგრამ მნიშვნელოვნად ზრდის ნდობას.

საჩუქრები

საჩუქარი — ეს არის ძლიერი სიმპათია. კაცი აჩუქებს ღვინოს, ქალი — იას. საჩუქარი ჩანს მაშინაც, თუ ადამიანს Premium არ აქვს, და ანკეტას სიის თავში სვამს.

დღეში ერთი საჩუქარი უფასოა. დამატებითი ყიდულობთ Telegram Stars-ით.

Premium

Premium აჩვენებს, ვინ მოგიწონათ და ვინ ნახა თქვენი ანკეტა. ყველა დანარჩენი — ანკეტა, ლენტა, დამთხვევები და მიმოწერა — უფასოა და უფასო რჩება.

Premium ვადიანია და ავტომატურად არ განახლდება: ვადა გასდის და ფული აღარ ჩამოგეჭრებათ. გადახდა ხდება Telegram Stars-ით.

სად მუშაობს

Guli მუშაობს Telegram-ში (@Guli_dat_bot) და ნებისმიერ ბრაუზერში მისამართზე myguli.ge. Android-ისა და iPhone-ის აპლიკაციები მზადდება.

ინტერფეისი სამ ენაზეა: ქართული, რუსული და ინგლისური — ენა ნებისმიერ დროს იცვლება.

Telegram-ში გახსნა